Pages

Friday, April 13, 2012

LMFAO

LMFAO - ( ელ-ემ-ეფ-ეი-ოუ ) ამერიკული ცეკვის ჰიპ-ჰოპ დუეტი , შეიქმნა 2006 წ.-ს ლოს-ანჯელესში , დუეტში მღერიან დიჯეი  Redfoo  (  Stefan Kendal Gordy; დაბ. 3სექტემბერი . 1975წ. ) და დიშვილის Sky Blu ( Skyler Husten Gordy; დაბ. 23 აგვისტო  1986წ.)

ჯგუფის შექმნა 2006-2007წ.
Redfoo და Sky Blu გაიზარდნენ ლოს-ანჯელესში , სადაც მათ შექმნეს ჯგუფი LMFAO. Redfoo და Sky Blu არიან ნათესავები : Redfoo არის Sky Blu-ს ბიძა, ამავე დროს Sky Blu არის პროდიუსერ - ბერი გორდი შვილიშვილი ხოლო  Redfoo შვილი . ჯგუფის პირველი სახელწოდება იყო -  Sexy Dudes თუმცა სახელი Sky Blu -ს ბებიის რჩევით გადაარქვეს :  LMFAO (იშიფრება როგორც  Laughing My Fucking Ass Off) 


Party Rock 2008-2009
2008წ.-ის 1 ივლისს LMFAO-მ   გამოუშვა მინი ალბომი სახელწოდებით-  Party Rock .
ნოემბერში მათ გააფორმეს კონტრაკტი Interscope-თან . 2009 წლის 7 ივლის მათ კდიევ გამოუშვეს ალბომი იმავე სახელწოდებით . ალბომმა Billboard 200-ში დაიკავა 33-ე ადგილი ხოლო U.S Dance Chart-ში მე-2.  მათი პირველი სიმღერა აბომიდან "I’m in Miami Bitch", რომელიც გამოვიდა 2008 წლის 16 დეკემბერს ,დაიკავა 51-ე ადგილი  Billboard Hot 100 -ში , და 37-ე ადგილი  Canadian Hot 100-ში. 2009წ.-ს  დიჯეი Inphinity -მა გამოუშვა სიმღერა "Bass Kick in Miami" , "I’m in Miami Bitch" და დიჯეი Chuckie "Let the Bass Kick" საფუძვლებზე. სიმღერა მალე აიტაცეს ინტერნეტ სივრცეში და მიაღწია დიდი წარმატებას . სიმღერა ფონად დაედო რეალითი შოუს "Kourtney and Khloé Take Miami"

Sorry for Party Rocking 2010—2012
2010წ.-ის აპრილში LMFAO -მ ჩაწერა დევიდ გუეტასთან ერთად სიმღერა "Gettin’ Over You" რომელიც გახდა საყოველთაოდ აღიარებული ჰიტი, 11 ქვეყანაში ის გახდა ჰიტ პარადების ათეულიდან ერთერთი. სიმღერამ დაიკავა 31-ე ადგილი  Billboard Hot 100-ში და 12-ე ადგილი Canadian Hot 100-ში. ამის შემდეგ დუეტმა ჩაწერა ალბომი სახელწოდებით "Sorry for Party Rocking" (LMFAO - Sorry For Party Rocking)  , რომელიც გამოვიდა 2011 წლის 21ივნისს. ალბომში პირველი სიმღერა "Party Rock Anthem" , ( LMFAO - Party Rock Anthem ft. Lauren Bennett, GoonRock )არის ჯგუფის  ყველაზე წარმატებული სიმღერა . სიმღერა მოხვდა აშშ.-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის  და კიდევ ათი სხვა ქვეყნის ჰიპ პარადის  პირველ ადგილზე . 

by deko & natia 

Saturday, March 31, 2012

ოცნება

ყოვრლთვის როდესაც ვწყვეტ რაიმე დავპოსტო ვეძებ ინტერნეტწყაროებში მასზე ინფორმაცია .. რათქმაუნდა არ ვაკოპირებ მაგრამ ვეცნობი სხვის შეხედულებას ამა თუ იმ თემაძე და სიმართლე გითხრათ გაკვირვებულიც კი ვრჩები რომ უამრავ ადამიანს ჩემნაირი აზრებუ აწუხებს თუმცა რამდენია ადამიანიცაა იმდენი აზრია : ))) ოცნებისა და რელობის გამიჯვნა ხშირად შეუძლებელი ხდება, თითოეულ ადამიანს აქვს ოცნება, რომლის ახდენაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ამ მიზნის მიხწევა საკმაოდ ძნელია . სურვიილსა და ოცნებას შორისაცაა განსხვავება . სურვილი არის როდესაც შესაძლებელია მოთხოვნის შესრულება ოცნება .. ოცნება კი უბრალოდ ანტაზიაა რომელსაც ჩვენი გონება შთაგვაგონებს. ყველას აქვს ალბად სანუკავრი ოცნება, ოცნბეა რომელის ასრულებასაც პატარაობიდან ელის , ალბად ჩვენ ცხოვრებასაც ზუსტად ეს ლამაზი პეპლებით სავსე ოცნებები ამშვენებენ .. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი ოცნებას იწყებს, ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა ადამიანი გქონდეს სხვა შესაძლებლობები და ა.შ.

კარგია როცა ხარ მეცონებე ამით შენს ცხოვრებას უფრო ლამაზს და საინტერესოს ხდი . კარგია როდესაც გაქვს მიზანი რომლის ასრულებასაც ყოველთვის შეეცდები ..  ყოველტვის უდნა ეცადო რომ ცხოვრება გაილამაზოო . ჩემმა ერთმა მეგობარმა ერთხელ მითხრა : " ცხოვრება იმდენად ხანნმოკლეა ყველაფერი ფეხებზე უნდა გეკიდოს შენი თავის გარდაო " . მგონი მართალიცაა .. თუ შენს ცხოვრებას შენს თავს მიუძღვნი მაშინ უნდა ჩატალო რომ გიცხოვრია .. არც დავიძინებდი ცხოვრების ნახევარს ხომ ძილში ვფლანაგვ ამ 8 საათში ხომ შემიძლია კიდევ უფრო მივუახლოვდე ჩემს მიზანს : ? მაგრამ იცით რა რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთი წამით გრძელდება უნდა დაიძინო რომ ნახევარი წამი ლამაზ და ფერად სამყაროს შეუერთო უნდა დაისვენო რომ მეორე დღეს ოცნება აგიხდეს . უნდა შეეცადო რომ მხოლოდ შენს თავზე იფიქრო .. თითქოს შეიძლება მარტოც დარჩე ხომ მართალი ვარ  :? მაგრამ არა !! ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა რომ ბედისწერა მარტოს არ დაგტოვებს  :)))  ამიტომ გახადეთ თქვენი ოცნებები ფერადი, ჩახედეთ მას თვალებში და დაინახავთ ისეთს, როგორიც მუდამ გელანდებოდათ. უბრალოდ დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მას მიაღწიოთ. მთავარია შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რადგან როცა ცხოვრება კარს ხურავს, ხელი კი არ უნდა ჩაიქნიოთ სხვა გასასვლელი უნდა ეძებოთ!! .. ყოველთვის არსებობს მეორე გზა, რომლსაც ბოლომდე უნდა ჩაებღაუჭო, უნდა ჩებღაუჭო ოცნებას და არსად გაუშვა !! ის მხოლო შენ გეკუთვნის მხოლოდ შენია !!!! <3

იმედია მოგეწონათ : **** დეა

Tuesday, March 27, 2012

ჩრდილოეთის ციალი

პოლარული ციალი — პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად.
დედამიწის პოლარული ციალი
პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით.

პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5x1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.



პოლარული ნათება ჩნდება მაშინ, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრებიან ხოლმე. რაც უფრო დიდია მათი რაოდენობა, მით მეტად ეფექტური და მკვეთრი ციალი მიიღება. ნაწილაკები ძირითადად პოლუსებისკენ გროვდებიან და ურთიერთქმედებენ ატმოსფერულ აირებთან – აზოტსა და ჟანგბადთან. ყველაზე გავრცელებულია მწვანე ფერის ნათება, რასაც იონიზებული ჟანგბადი იწვევს დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ის თავზე
სამყაროს ერთერთი უჩვეულო და ულამაზესი მოვლენა - ჩრდილოეთის ციალი კომსოსიდან .
ჩრდილოეთ ნორვეგიის ცა ფერადმა პოლარულმა ციალმა გაანათა . National Geographic-მა გუშინ (2012 წლის 21 მარტი) გამოუშვა ვიდეო, რომელიც ამ თვეში გადაღებული 600 ფოტოსგან შედგება.
    რაკეტის გაშვების მომენტი ალასკის ქალაქ ფერბენკსში.ჩრდილოეთის ციალის ფოტოები

Images

მე შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ ფოტოკრებულს რომელიც ასახავს სამყაროს მშვენიერებას :))) და რაც მთავარია ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე :)))
 

Thursday, March 22, 2012

რომეო და ჯულიეტა

დღეს სწორედ უილიამ შექსპირის ნაწარმოების , პოემის "რომეო და ჯულიეტა"-ს ერთერთი პატარა ნაწილი გავიარეთ და როგორი გასაკვირიც არ უდნა იყოს ერთადერთი ვინც მართლა სეროზულად აღიქვავდა მოცემულ პოემას მე გახლდით ( დეა ) სიამოვნებით ვკითხულობდი და ამან კლასის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია . ნუთუ შესაძლებელი არ მოგეწონოს ადამიანს რომელსაც სიყვარულზე გაქ რაღაც პრობლემები უბრალოდ რომეო და ჯულიეტას წაკითხვის სურვილი არ გქონდეს ? თანაც უნდა ვაღიარო ძალიან კარგი სიტყვებია მოცემული . არჩვეულებრივი პოემაა  იმედი მაქ თქვენ მაინც გექნებათ საკითხული.. ან იქნებ უბრალოდ დაინტერესებული მაინც ხართ :|| არ ვიცი .. საერთოდ უინტერესონია რიან ჩემი კალსელები . არ ვამბობ რომ აუცილებელია ბავშვმა ისწავლო ეს პოემა ან წაკითხული ქონდეს მაგრამ როდესაც რაღაც ნაწილს კითხულობს შენი კლასლეი შეიძლება გამოვარდა და დაცინვით უბრალოდ ირონიიღ განაგრძო კითხვა და დასცინო ამ პოემას ?? :||| არ ვიცი : || ყველას თავისი გემოვნება აქ მაგრამ სხვასაც ხომ უნდა სცე პატივი ?? ეს არაჩვეულებრივი პოემაა რაც სხვათაშორის დღევანდელ პრობლემადაც შეიძლება იყოს .. მართალია გვარებს შორის მტრობა დღეისათვის ცოტა მოძველებულია მაგრამ არის რასიზმი .. განიკითხავენ ეროვნების კანის ფერის გამო ხალხს და ეს იმდენა შემზარავია ჩემთვის რამდენადაც ის რომ ჩემი გამოშტერებული კლასელებიი სიცილიძთ კვდებიან რომეო და ჯულიეტაზე ..

რომეო და ჯულიეტას სიუჟეტი, როგორც ახალგაზრდა შეყვარებულების ტრაგუკული ბედი, რომელთა ოჯახებს მტრობა აქვთ , სხვადასხვა ფორმით ცნობილია ანტიკური პერიოდიდან. (ოვიდიუსის მეტამორფოზები და სხვ.)

შექსპირის პიესაში მოქმედემა ხდება ვერონაში. ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის ისტორია, რომლებიც იღუპებიან მათი ოჯახების საგვარეულო მტრობის გამო. რომეო(მონტეგი) და ჯულიეტა (კაპულეტი) საიდუმლოდ დაიწერენ ჯვარს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ რომეოს შემოაკვდება კაპულეტების ნათესავი ტიბალტი. ამის შემდეგ რომეოს აძევებენ ვერონიდან, ხოლო ჯულიეტას მამა გადაწყვეტს ქალიშვილი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიათხოვოს პარისს. ჯულიეტა სვამს ძილის წამალს რათა ის მკვდარი ეგონოთ, მაგრამ რომეოს, რომელმაც არაფერი იცის ამ ოინის შესახებ, ის ნამდვილად მკვდარი გონია, ის საწამლავით თავს იკლავს მის საფლავზე. გამოფხიზლებული ჯულიეტაც იკლავს თავს, როცა შეხედავს მკვდარ რომეოს. მოხუცი მშობლები მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ დაამთავრონ უაზრო ქიშპი.   ეს პატარა , მოკლე შინაარსია გირჩევთ წაიკითხოთ თუ კი არ გეცინებათ რაღათქმაუნდა რომანტიკაზე :  )) დეა 

Saturday, March 17, 2012

რა არის თავისუფლება ?

 რა ასრის თავისუფლება ?? ბევრი რამეა !! ძალიან ბევრი რამ!! მეც მინდა შევიგრძნო თავისუფლება!! ყველანი ვიბადებით და ვკვდებით თავისუფალნი მაგრამ ძოგს შეიძლება არც ქონდეს ეს გათვინობიერებული :))) იცით მინდა თავისუფლება ხელში მეჭიროს! მინდა ერთხელას გავფრინდე როგორც პეპელა გავფრინდე და ვიგრძნო ზღვის სუნი, ჰაერის სუნი, მიწის სუნი... გავფრინდე და ვიგრძნო რომ ჩემს ცხოვრებას განვაგებ მე!! არცერთ ადამიანს , არავის არ აქ იმის უფლება წამართვას საკუთარი "მე" ჩაერიოს ჩემს ჩხოვრებაში .. ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის, მხოლოდ მე!!!!  არ არსებობს ადამიანი რომელსაც ჩემს თავისუფლებას დავუთმობ ყველამ თავისი იმყოფინოს!! ეს ხომ ყველას აქვს!!! დღეს ხომ ყველა თავისუფალია ?? დღეს ხომ რასაც გინდა იმას აკეთებ?? - არა :||

ვერა :|| არავის არ ვადანაშაულებ მაგრამ რასაც მინდა იმას ვერ ვაკეთებ !! ძალიან კარგი მშობლები მყავს მაგრამ ეს საქართველოა!!! აქ არ იციან რა არი თავისუფლება. აქ ეს ძვირადღირებულ ხილად ითვლება!! და თავისუფალი ხალი კი ბოზებად !! რატომ იმიტომ რომ მათ ისე აცვიათ როგორც უნდათ ? იმიტომ რომ ისე აკეთებენ როგორც უნდათ ? იქ არიან სადაც უნდათ? იმიტომ რომ თავიანთ ცხოვრებაში ცხვირს არ გვაყოფინებენ!! დიახადაც და სწორედ ეს გვწყინს ქარველებს და რატო ?? მე თუ კინოში ბიჭთან ერთად წავალ ეს რა ჩემი მეხობლის საქმეა ??? : || არა არ არის მაგრამ აქ ეს არ ესმით :  $$ "სხვისი თავისუფლების შეზღუდვა--მონობაა!.და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას,--მონაა ისიც"  "--დიდებ​ული ფრაზაა!ო.ჭილაძე გამახსენა .. :  || აი სწორედ ჩვენ ვცდილობთ სხვებს წავართვათ თავისუფლება!!!! მინდა ერთხელ მაინც გადმოვეშვა ციდან .. მინდა ერთხელ მაინც ვიფრინო ჩიტივით!!  
 პარაშუტით გადმოვეშვა ციდან!!! მინდა ერთხელ მაინც გავაკეთო ის რასაც ჩემი სული მოითხოვს!! მინდა ის გავაკეთო რასაც თავისუფლება ქვია!!! მინდა მოვკვდე ისე რომ გავიგო რა არის თავისუფლება!! თავისუფლება რომელიც  ძვირად ღირებული ილია !! თავისუფლება რომელიც საკმაოდ ძვირად გვიჯდება საქართველოში!!! 

აგნოსტიციზმი

გამარჯობათ მეგობრებო. ამის წინ დავდე ერთერთი პოსტი შიიზმის შესახებ და ჩემმა მეგობრებმა გამკიცხეს რადგან არცერთი ჩვენთაგანი არაა შიისტი რას საჭირო იყო პოსტის ატვირვაო ხოდა გადავწყვიტე ეს პოსტი ანას მივუძღვნა რომელიც ეს ბოლო ხანებია მე და მარის გვიმტკიცებს რომ აგნოსტიციზმის მიმდევარია . სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიე ინფორმაცია ამ რელიგიური მიმდევრების ( აგნოსტიკების ) შესახებ . იმედია თქვენც და ანისაც მოეწონება :***


აგნოსტიციზმი — მთელ რიგ მტკიცებათა, როგორიცაა თეოლოგიური განსაზღვრებები ღმერთზე, ღმერთებსა ან ღვთაებებზე, სინამდვილის შეფასების ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვით ეს ცნებები უცნობია, არსებითად შეუცნობადი ან არაკოჰერენტულია და, მაშასადამე, სიცოცხლისთვის ირელევანტური. ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ჰენრი ჰაქსლიმ 1869 წელს და ასევე მიუთითებს მათზე, ვისაც ღვთაებრივი არსებებისა და რელიგიის სხვა მტკიცებათა არ სწამთ ამ მატერიათა არსებობის დამადასტურებელი ფაქტების უქონლობის გამო. ამახვილებს რა ყურადღებას იმაზე, თუ რისი ცოდნაც შესაძლებელია, აგნოსტიციზმი ეპისტემიოლოგიური თვალსაზრისია (ბუნების კანონებსა და ადამიანის ცოდნის ლიმიტებზე დაყრდნობით). ამასთან აგნოსტიციზმი არ არის სპეციფიურად გნოსისის დოქტრინისა და გნოსტიციზმის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან ესენია რელიგიური კონცეფციები, რომელსაც ზოგადად აგნოსტიციზმთან კავშირი არა აქვს.

აგნოსტიციზმი განსხვავდება მტკიცე ათეიზმისგან (ასევე: პოზიტიური ან დოგმატური ათეიზმი), რომელიც უარჰყოფს ღვთაებათა არსებობას. ათეიზმის უფრო ზოგადი განშტოება – სუსტი ათეიზმი (ასევე: ნეგატიური ან ნეიტრალური ათეიზმი), რომელიც მხოლოდ ღმერთისა ან ღმერთთა არსებობის რწმენის ნაკლებობით შემოიფარგლება, თუმცა ექვივალენტური არაა, მაგრამ აგნოსტიციზმთან თავსებადია. კრიტიკული ათეიზმი აღიარებს, რომ ღმერთი ან ღმერთები მნიშვნელოვანი კონცეფციებია, თუმცა მათ შესახებ დოკუმენტური წყარო არ არსებობს და, მაშასადამე, სანამ ამგვარი წყარო არ მოიძებნება, ურწმუნოება შუალედურ (მისაღებ) პოზიციად რჩება.

აგნოსტიკების მტკიცებით შეუძლებელია აბსოლუტური ან მტკიცე სპირიტული ცოდნის მოპოვება, ან ალტერნატიულად, დასაშვებია, რომ ამგვარი ცოდნა არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ის მოუწვდომელია, მათი რწმენა დაუშვებელია.

 სიმართლე გითხრათ წავიკითხე და ვერაფერი გავიგე იმის გარდა რომ ჩემი მეგობარი აგნოსტიკი ანა არც აღიარებს და არც უარყოფს ღმერთს :|| ჰმმ . მგონი ურწმუნოა :|| მგონი კი არა ასეცააა : || მაგრამ თავისი თვითონვე იცის. თან ვიღაცის სიტყვებს გვიმეორებს ხოლმე : მე ღმერთი არ მინახავს და არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი და ვერც ვერასდროს გავიგებო ( თუ რაღაც მგნაირს :  || )