გამარჯობათ მეგობრებო. ამის წინ დავდე ერთერთი პოსტი შიიზმის შესახებ და ჩემმა მეგობრებმა გამკიცხეს რადგან არცერთი ჩვენთაგანი არაა შიისტი რას საჭირო იყო პოსტის ატვირვაო ხოდა გადავწყვიტე ეს პოსტი ანას მივუძღვნა რომელიც ეს ბოლო ხანებია მე და მარის გვიმტკიცებს რომ აგნოსტიციზმის მიმდევარია . სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიე ინფორმაცია ამ რელიგიური მიმდევრების ( აგნოსტიკების ) შესახებ . იმედია თქვენც და ანისაც მოეწონება :***
აგნოსტიციზმი — მთელ რიგ მტკიცებათა, როგორიცაა თეოლოგიური განსაზღვრებები ღმერთზე, ღმერთებსა ან ღვთაებებზე, სინამდვილის შეფასების ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვით ეს ცნებები უცნობია, არსებითად შეუცნობადი ან არაკოჰერენტულია და, მაშასადამე, სიცოცხლისთვის ირელევანტური. ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ჰენრი ჰაქსლიმ 1869 წელს და ასევე მიუთითებს მათზე, ვისაც ღვთაებრივი არსებებისა და რელიგიის სხვა მტკიცებათა არ სწამთ ამ მატერიათა არსებობის დამადასტურებელი ფაქტების უქონლობის გამო. ამახვილებს რა ყურადღებას იმაზე, თუ რისი ცოდნაც შესაძლებელია, აგნოსტიციზმი ეპისტემიოლოგიური თვალსაზრისია (ბუნების კანონებსა და ადამიანის ცოდნის ლიმიტებზე დაყრდნობით). ამასთან აგნოსტიციზმი არ არის სპეციფიურად გნოსისის დოქტრინისა და გნოსტიციზმის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან ესენია რელიგიური კონცეფციები, რომელსაც ზოგადად აგნოსტიციზმთან კავშირი არა აქვს.
აგნოსტიციზმი განსხვავდება მტკიცე ათეიზმისგან (ასევე: პოზიტიური ან დოგმატური ათეიზმი), რომელიც უარჰყოფს ღვთაებათა არსებობას. ათეიზმის უფრო ზოგადი განშტოება – სუსტი ათეიზმი (ასევე: ნეგატიური ან ნეიტრალური ათეიზმი), რომელიც მხოლოდ ღმერთისა ან ღმერთთა არსებობის რწმენის ნაკლებობით შემოიფარგლება, თუმცა ექვივალენტური არაა, მაგრამ აგნოსტიციზმთან თავსებადია. კრიტიკული ათეიზმი აღიარებს, რომ ღმერთი ან ღმერთები მნიშვნელოვანი კონცეფციებია, თუმცა მათ შესახებ დოკუმენტური წყარო არ არსებობს და, მაშასადამე, სანამ ამგვარი წყარო არ მოიძებნება, ურწმუნოება შუალედურ (მისაღებ) პოზიციად რჩება.
აგნოსტიკების მტკიცებით შეუძლებელია აბსოლუტური ან მტკიცე სპირიტული ცოდნის მოპოვება, ან ალტერნატიულად, დასაშვებია, რომ ამგვარი ცოდნა არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ის მოუწვდომელია, მათი რწმენა დაუშვებელია.
სიმართლე გითხრათ წავიკითხე და ვერაფერი გავიგე იმის გარდა რომ ჩემი მეგობარი აგნოსტიკი ანა არც აღიარებს და არც უარყოფს ღმერთს :|| ჰმმ . მგონი ურწმუნოა :|| მგონი კი არა ასეცააა : || მაგრამ თავისი თვითონვე იცის. თან ვიღაცის სიტყვებს გვიმეორებს ხოლმე : მე ღმერთი არ მინახავს და არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი და ვერც ვერასდროს გავიგებო ( თუ რაღაც მგნაირს : || )

აგნოსტიციზმი არაა რელიგიური მიმდინარეობა, არამედ პოზიცია ღმერთის (და ზოგადად ზებუნებრივი რამეების) შესახებ ცოდნაზე. აგნოსტიკოსი თვლის, რომ ასეთი რამეები უნდა განისაზღვროს ფაქტებით და არა რწმენით. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტები არ გაგვაჩნია, ღმერთის არსებობას ტოვებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ReplyDeleteრელიგია არის რწმენის სფერო, ხოლო აგნოსტიციზმი - ცოდნის. შესაბამისად, აგნოსტიკოსი შეიძლება იყოს როგორც მორწმუნე (მათ შორის რელიგიური), ისე ურწმუნო ადამიანი. უფრო კონკრეტულად კი რწმენის საკითხში არსებობს ორნაირი პოზიცია: თეიზმი (მწამს ღმერთის) და ათეიზმი ( არ მწამს ღმერთის) . ცოდნის საკითხში - აგნოსტიციზმი (ღმერთზე ცოდნა არ გაგვაჩნია) და გნოსტიციზმი (ღმერთზე ცოდნა გაგვაჩნია).
შედეგად ვიღებთ 4 ძირითად ვარიანტს:
აგნოსტიკოსი თეისტი
აგნოსტიკოსი ათეისტი
გნოსტიკი თეისტი
გნოსტიკი ათეისტი
სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ აგნოსტიციზმი თეიზმსა და ათეიზმს შორის შუალედურია და ფიქრობს, რომ ოქროს რგოლს მიაგნო, რაც არასწორია. ეჭვი მაქვს, რომ შენი მეგობარიც ამ არასწორი განსაზღვრებით იყენებს აგნოსტიკოსის ტერმინს.