ბუდიზმი(ლამაიზმი, მაჰაინი, ჰინაიანი); დაოსიზმი; ზორასტრიზმი; ინდუიზმი,(ვიშნუიზმი, შავაიზმი), კონფუციანობა; ისლამი(სუნიზმი; შიიზმი); ინდუიზმი; მართლმადიდებლობა; კათოლიკობა; პროტესტანტობა; (ანგლიკანური ეკლესია; ანგლოკათოლიზმი; გაპტიზმი; კალვინიზმი; ლუთერანობა; მეთოდიზმი; პრესვიტიანობა; გრიგორიანობა; სანტოიზმი; სიქოზმი; ჯაინიზმი. მე გადავწვიტე მომეძია ისლამის ერთერთ მიმდინარეობის - შიიზმის შესახებ.
შიიზმი
შიიტების პარტია (არაბ. შია-სექტა, პარტია, მიმდევართა ჯგუფი) შეიქმნა არაბთა სახალიფოში VII ს-ის შუა წლებში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. იგი, სუნიტებისაგან განსხვავებით, კანონიერ ხალიფად (იმამად) მხოლოდ მუჰამედის ასულის ფატიმასა და მისის მეუღლის ალის შთამომავლებს თვლიდა და მათი უფლებების დასაცავად გამოდიოდა. ეს პარტია პოლიტიკურ სარბიელზე დამარცხდა, მაგრამ გადაიზარდა რელიგიურ-პოლიტიკურ მიმართულებად. ისინი ჯიუტად აღიარებდნენ ალისა და მისი შთამომავალი 12 იმამის (ალიდების) კანონიერ ხელისუფლებას და უკანონოდაცხადებდნენ არაბეთის პირველ ხალიფებს - აბუ ბაქრის, ომარს, ოსმანს და სხვათ. ამ უკანასკნელთა გვერდით მუჰამედის საყვარელი ცოლი აიშა იდგა. ალის მიმდევრებმა (შიიტებმა) არ ირწმუნეს ,,სუნა’’ და სუნიტებს გაემიჯნენ. ანტაგონიზმმა სუნიტებსა და შიიტებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც არაერთხელ გადაზრდილა რელიგიურ ომებში. აღმოსავლეთის რელიგიურ და პოლიტიკურ სარბიელზე თვალსაჩინო როლი შეასრულეს შიიზმის განშტოებებმა: ისმაილიტებმა, მუთაზილიზმმა (რაც განდგომას, განმხოლოებას ნიშნავს), აშარიზმმა (დამფუძნებელი აბუ-ალ-ჰასან აშარი) და სხვამ, რომელთაც, შესაძლებელია, ისლამური პროტესტანტიზმი ვუწოდოთ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ ოფიციალურ კულტმსახურებას.
ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.
მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.
აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.
ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. საკუთარი თავის გამათრახების შემდგომ შიიტს სისხლი სდის
.ამ ლინკზე საკმაოდ საინტერესო ფოტოები. მგონი დაგაინტერესებთ :)))
.ამ ლინკზე საკმაოდ საინტერესო ფოტოები. მგონი დაგაინტერესებთ :)))
იდეა და რწმენა
მიუხედავად საერთო საფუძვლებისა, დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიტებს აქვთ ორი ფიყჰის მიმართულება - ზაიდიათი და ჯა`ფარიათი. აღსანიშნავია, რომ ზაიდიათსა და სუნიტური ფიყჰის მიმართულებებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, ხოლო ჯა`ფარიათის შემთხვევაში იგი მეტია. მაგალითად ჯა`ფარიათის მიხედვით იჯთიჰადის კარიბჭე ღიაა.
მიუხედავად საერთო საფუძვლებისა, დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიტებს აქვთ ორი ფიყჰის მიმართულება - ზაიდიათი და ჯა`ფარიათი. აღსანიშნავია, რომ ზაიდიათსა და სუნიტური ფიყჰის მიმართულებებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, ხოლო ჯა`ფარიათის შემთხვევაში იგი მეტია. მაგალითად ჯა`ფარიათის მიხედვით იჯთიჰადის კარიბჭე ღიაა.
თავჰიდი-არაბ. توحيد; ისლამის ერთ–ერთი ძირითადი პინციპი, მონოთეიზმი, ღვთის თანაზიართა და თანასწორთა გამორიცხვა (უარყოფა).
`ადალათი-არაბ. عدالة; სამართლიანობა, სიმართლე. შიიტური რწმენით, უსამართლობა, ბოროტი საქმეები და ცოდვები იწვევს ღვთის რისხვას, ამიტომაც რწმენის ერთ–ერთ საფუძვლად მიღებულია სამართლიანობა. "სამართლიანი ადამიანი არც შეეცდება მოჰკლას, არც შეცდება დაჩაგროს, არც შეეცდება წაართვას, არც სხვა ცოდვისკენ მიიდრიკება" – ჯა`ფარ ას–სადიყი, შიიტთა მეექვსე იმამი.
ნაბუვათი-არაბ. نبوة; ღვთის მიერ გამოგზავნილ წინასწარმეტყველთა რწმენა და მათი პატივისცემა. ნუბუვათი შეიცავს ასევე სალავათის დამატებას წინასწარმეტყველთა და იმამთა სახელებზე, ასევე რწმენას რომ მუჰამადი იყო მოციქულთა ბეჭედი.
იმამათი-იმამთა, როგორ მუჰამადის კანონიერ მემკვიდრეთა მიღება და ლოდინი მაჰდისა.
იაუმ ალ–ყიამათი-არაბ. يوم القيامة; დღე აღდგენის [გარდაცვლილებისა], ან يوم الدين; დღე სამსჯავროსი, დღე რწმენის [გამოცდისა], ასევე السعة; საათი [გარდაუვალი]. რწმენა უკანასკნელ, სამსჯავროს დღეში, როცა მასიჰ ად–დაჯალი დამარცხდება და დედამიწაზე დაიდგმება ღვთის ტახტი, იგი განსჯის ადამიანებს, ვერავინ შეძლებს მოტყუებას, რადგან მათ თავისი სხეულის ის ნაწილი გასცემს, რითაც შესცოდა (მაგ: მპარავთ – ხელები, გემოთმოყვარეთ – პირი, მრუშებს – სასქესო ორგანოები და ა.შ.). ასევე, ამ საფუძველს მიეთვლება ყოველი ესქატოლოგიური წარმოდგენა – მაგ: მალაქათი(არაბ. ملائكة; ანგელოზნი.) რწმენა ანგელოზების, როგორც ღვთის ნების აღმასრულებლებისა და მისი ერთგული მსახურების არსებობაში. ღაიბათი (არაბ.غيبة თვალს მიფარება) მეთორმეტე იმამის არსებობის რწმენა და მისი მოიმედება. ქუთუბი (არაბ. الكتب; წიგნები, წერილები.) ღვთის მიერ გადმოვლენილ წერილების რწმენა და მათი პატივისცემა.
რწმენის გამოხატულებანი-გარდა რწმენის საფუძვლებისა, არსებობს რწმენის გამოხატულებანი, რომელიც მუსლიმების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და განსაზღვრავს კიდეც მას.
'იმანი-არაბ إيمان; დარწმუნება უსულ ალ–'იმანსა და მათში ეჭვის შეუტანლობა.
სალათი-არაბ. صلاة; ლოცვა. ხუთჯერადი სარიტუალო ლოცვა დღის განმავლობაში კონკრეტულ დროზე.
საუმი-არაბ. صوم; მარხვა რამადანის თვეში. მარხვა გრძელდება მზის ამოსვლიდან (როსედაც უკვე შესაძლებელი ხდება გაარჩიო თეთრი ძაფი შავისაგან) მზის ჩასვლამდე (როდესაც იგივე მოქმედება შეუძლებელი ხდება), ასევე მარხულობენ მუჰარამის პირველ ცხრა დღეს, დაშვებულია ნებაყოფლობითი მარხვა ნებისმიერ დროს გარდა `აიდ 'ლ-ფიტრისა.
ჰაჯი-არაბ. حج; მექისა და მედინის მოლოცვა, ასევე არსებობს დიდი ჰაჯი, როდესაც მორწმუნემ უნდა მოილოცოს შემდეგი ქალაქები: მექა, მედინა, იერუსალიმი, ნაჯაფი, ქარბალა, ყუმი და მეშჰედი.
ზაქიათი-არაბ. زكاة; გადასახადი, რომელსაც მორწმუნე იხდის უმწეოთა და უპოვართა სასარგებლოდ. ასევე ამ გადასახადში შედის ხუმსი (არაბ. خمس; ერთი მეხუთედი გადასახადი ღანიმადან (არაბ. غَنيمَة; გულისხმობს დიდ საშოვარს, ასევე საომარ ალაფს, დავლას).
ჯიჰადი-(არაბ. جهد;) მოქმედება (ბრძოლაც) ღვთის საამებლად. არსებობს სხვადასხვა ჯიჰადები – მაგ: დიდი ჯიჰადი, სულის განსამტკიცებლად ბრძოლა, სიტყვის ჯიჰადი – ისლამის გავრცელება სიტყვით, მისიონერობა, ცოდნის ჯიჰადი – მეცნიერი, რომელიც სწავლობს ისლამს და მონაწილეობს თეოლოგიურ კამათებში, მცირე ჯიჰადი – ფიზიკური ბრძოლა ისლამისთვის, ასევე გამოჰყოფენ ქალთა ჯიჰადს – ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ისლამური რწმენით.
ამრ ბი ალ–მა`რუფი-არაბ. امر بالمعروف; სიკეთის თესვა; სამართლიანობის მხარდაჭერა.
ნაჰი `ან ალ–მუნქარი -არაბ. نهي عن المنكر; ბოროტის და უსამართლობის უარყოფა, ხელისშეშლა და წინააღმდეგობის გაწევა.
თავალა-არაბ. تولّى; მუჰამადის სახლეულის პატივისცემა.
თაბარა'-არაბ. تبرأ; მუჰამადის სახლეულის მოწინააღმდეგეთაგან თავის შორს დაჭერა.
`ალი იყო მუჰამადის აღმზრდელი ბიძის, აბუ ტალიბის ვაჟი და პირველი მამაკაცი, რომელმაც მუჰამადის სამოციქულო მისიის ირწმუნა. 632 წელს, მუჰამადის გარდაცვალების შემდგომ მათ ხალიფად გამოაცხადეს აბუ ბაქრი, რამაც `ალის გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა აბუ ბაქრს, რადგან უმათის ერთიანობის დარღვევა არ სურდა. 656 წელს ხალიფა `უსმანის მკვლელობის შემდეგ, `ალი გახდა ხალიფა. ``ალის მოწინააღმდეგეები მყისვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი `ალიმ დაამარცხა ბასრასთან. მუ`ავიამ შეაგროვა შამის (სირია) ლაშქარი, თავის მხრივ ალიმაც შეკრიბა ჯარი და ერთმანეთს შეხვდნენ თანამედროვე ერაყისა და სირიის საზღვარზე. მუ`ავიამ მოლაპარაკება მოინდომა, რასაც დათანხმდა `ალი – ხოლო `ალის მოლაშქრეთა ნაწილმა ეს ღალატად ჩაუთვალა და განუდგა, მათგან ჩამოყალიბდა ხარიჯიტების მიმდინარეობა, რომლის ყველა წევრმაც დადო ფიცი სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვისაც კი ხელი ერია უმათის განხეთქილებაში.661 წელს `ალი მოწამლული ხანჯლით დაჩრეს 2 დღეში ის გარდაიცვალა.ხოლო იბნ მულჯამი მოგვიანებით დასაჯეს. `ალი დაკრძალეს იქვე და მისი აკლდამის გარშემო ააგეს ჯერ მეჩეთი, შემდეგ კი გაშენდა წმიდა ქალაქთაგან ერთ–ერთი, ნაჯაფი.
No comments:
Post a Comment